24 აპრილი 2024,   10:50
ვრცლად
ბათუმში აქციაზე სამი პირი დააკავეს

ხმაურია ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან - საპროტესტო აქციას ორი დღის წინ დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავენ.

მათი განცადებით, დაკავება უკანონოდ განხორციელდა და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

აჭარის მთავრობასთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო აქციაზე 3 პირი დააკავეს, რასაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა.

ხულიგნობის ბრალდებით, რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ბათუმში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. 

დღვანდელ აქციაზე კი პოლიცია მონაწილეებს დისტანციის დაცბვისკენ მოუწოდებდა.

დღის ამბები