18 აპრილი 2024,   02:28
ვრცლად
თბილისის მერია მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენას იწყებს

თბილისის მერია მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენას და დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანებას იწყებს. მემორანდუმს დედაქალაქის მერმა ხელი დღეს მოაწერა. მემორანდუმის თანახმად, ყურადღება ურბანული ტყის მნიშვნელობაზე მახვილდება და მის აღდგენას მოიცავს. მთაწმინდის ტყის ნაწილის განადგურებამ საფრთხე ეკოლოგიურ მდგომარეობასაც შეუქმნა. 

პროექტის მიზანი ტერიტორიის ოთხ ზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს. ადგილზე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, როგორც ტურისტული, ასევე სპორტული მიმართულებით.

პროექტის განსახორციელებლად უკვე გამოიყო თანხა. რეაბილიტაციის პროცესს ფონდი "ქართუ" 16 მილიონ ლარით დააფინანსებს. საუბარია 700 ჰექტარი მიწის ფართობზე, რომელზე მუშაობაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში იგეგმება.

დღის ამბები