20 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას შეახსენებს, რომ 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რა დროსაც იკრძალება შეკრებები და მანიფესტაციები.

ასევე:

- "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება.

- ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება. შესაბამისად, ხვალ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას სამართალდამცველები გააკონტროლებენ.

გასათვალისწინებელია "თავისუფლების ქარტიით" დადგენილი წესების დარღვევა, რაც გამოიხატება კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების გამოყენებაში - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები