19 აპრილი 2024,   04:59
ვრცლად
ზუგდიდის პოლიციამ ძაღლის შესაძლო წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის პოლიციამ ძაღლის შესაძლო წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სადგურის მიმდებარედ, ერთ-ერთმა მოქალაქემ მკვდარი ძაღლი გუშინ შენიშნა და მისი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

პოსტის ავტორი ამბობს, რომ ძაღლი, სავარაუდოდ, ნაწამებია.

"რა ვთქვა?! ნაწამებია?! კიდურები ადამიანმა დააჭრა?! ყბა ვინ/რამ მოტეხა?! ასე რამ დამდუღრა?! ასე ვინ გაიმეტა?!"- წერს ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქე.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

დღის ამბები