24 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
პანდემიით გამოწვეული პოსტკრიზისული პერიოდი - არჩილ თალაკვაძე ამერიკელ კონგრესმენებს, ალექს მუნის და ენდი ჰარისს, ესაუბრა

არჩილ თალაკვაძე ამერიკელ კონგრესმენებს, ალექს მუნის და ენდი ჰარისს, ესაუბრა. ვიდეოკონფერენციის ფორმატში COVID19-თან დაკავშირებული ვითარება, პოსტკრიზისული პერიოდის სოციალური და ეკონომიკური პროგრამები და მათი დაფინანსება, მსხვილი კორპორაციების და საწარმოების საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები განიხილეს.

ალექს მუნი და ენდი ჰარისი კონგრესის საფინანსო სერვისების კომიტეტს წარმოადგენენ, რომელიც სხვადასხვა სფეროს და პარტნიორი ქვეყნების დაფინანსებაზეა პასუხისმგებელი.

"მადლობას ვუხდი კონგრესმენებს მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნებისთვის სასარგებლო საუბარი შედგა," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები