20 აპრილი 2024,   16:25
ვრცლად
პერუში ინფიცირებულთა რიცხვი 61 000-ს აჭარბებს - მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა კიდევ 2 კვირით გაახანგრძლივა

პერუში, სადაც მთვარობამ საგანგებო მდგომარეობა კიდევ 2 კვირით გაახანგრძლივა, კორონავირუსის მხრივ რთული მდგომარეობაა. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღო. ქუჩებში მოქალაქეების მიერ კარანტინის წესების დაცვას პოლიცია და ჯარი აკონტროლებს. პერუში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2 000-ს მიუახლოვდა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 61 000-ს აჭარბებს.

"საგანგებო მდგომარეობა 14 დღით გახანგრძლივდება. პროცესების მონიტორინგზე ჩვენი ძალისხმევა კი გაორმაგდება. ჩვენ ვირუსის გავრცელების ყველაზე რისკის შემცველ ფაზასთან ვართ, ამიტომ აუცილებელია, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ვითარებას," - აცხადებს პერუს პრეზიდენტი მარტინ ვისკარა.

დღის ამბები