24 აპრილი 2024,   07:32
ვრცლად
ფოთში ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 თვეში დასრულდება - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

ფოთში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სწორედ აქ უნდა დაიწყოს მომავალი წლიდან ფუნქციონირება ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალმა, რომელიც ქვეყნის ლოჯისტიკურ ცენტრებს კომპეტენტური კადრებით მოამარაგებს.

სასწავლებელი საწყის ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული იქნება. გიორგი გახარია აკადემიას მხარდაჭერას დაპირდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ფოთში 9 თვეში უნდა დასრულდეს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად გაეცნო აღნიშნული პროექტის მიმდინარეობას. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. იმ რეკომენდაციების დაცვით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის რეკომენდირებული. ასევე აღსანიშნავია, რომ უახლოეს მიმავალში დასრულდება საზღვაო სასწავლებელი, სადაც დასაქმდება 250 მასწავლებელი და სწავლას გააგრძელებს 1000 ახალგაზრდა," - განაცხადა ალექსანდრე მოწერილიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის განცხადებით,  სწავლის პროცესი 2021 წელს დაიწყება.

დღის ამბები