18 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
გერმანიაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება - ლარს შაადი

გერმანიაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არანაირი საშიშროება ეპიდაფეთქების ახალი ტალღის არ გვაქვს - აღნიშნულის შესახებ განცხადება, რობერტ კოხის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა, ლარს შაადმა გააკეთა.

პროფესორი შაადი მოსახლეობას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, შესაძლოა ინფექციის გავრცელების მიზეზი 1 ადამიანის დაუდევრობა გახდეს, ამიტომ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა.

ამ დროისთვის, გერმანიაში 170 000 ინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი, ლეტალურად დასრულდა 7 484 პაციენტის სიცოცხლე.  

"არსებული ზრდის სტატისტიკური მონაცემები განგაშის საფუძველს არ იძლევა, თუმცა მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდამ შესაძლოა პრობლემები შექმნას, სიფრთხილე გვმართებს. საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს სოციალური დისტანციის წესების დაცვა, თუკი 1 ადამიანი მაინც არ დაიცავს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ უსაფრთხოების წესებს, შესაძლოა წყაროდ იქცეს ქვეყანაში ათეულობით ახალი ინფიცირების შემთხვევების," - განაცხადა  რობერტ კოხის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა, ლარს შაადიმ

დღის ამბები