16 აპრილი 2024,   22:11
ვრცლად
"პარლამენტის წინ ჩავალთ და შიმშილს დავიწყებთ" - 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის გამამართლებელ განაჩენს ბავშვის ოჯახის წევრები აპროტესტებენ

5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედებაში ბრალდებული მამაკაცი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლე დავით ნარიმანიშვილის გადაწყვეტილებას მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახის მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისინი ჯერ სასამართლოს შენობაში შეჭრას, მოგვიანებით კი, გზის გადაკეტვას შეეცადნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

"ვაპირებთ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ამ საქმეს არ შევეშვებით, სანამ ეს კაცი გარეთ არის. თუ მას არ დაიჭერენ, პარლამენტის წინ ჩავალთ, "პალატკას" გავშლით და შიმშილს დავიწყებთ,"- აცხადებს დაზარალებულის ახლობელი. 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გენერალური პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. უწყების განცხადებით, ბრალდების მხარემ სასამართლოში უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა, რითაც ბრალდებულის დანაშაული დასტურდებოდა.

"პროკურორმა დარბაზშივე განაცხადა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და მის მიერ გამოძიებულ საქმეს დაიცავს," - აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი, შალვა მჭედლიშვილი.

შემთხვევა კახეთში 9 თვის წინ მოხდა, გამოძიება 60 წლამდე მამაკაცს 5 წლის ბავშვთან, რომელიც მისი ძმის შვილისშვილია, გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები