24 აპრილი 2024,   19:51
ვრცლად
დახმარება რომ მივიღოთ ვალდებულებები, რომელიც ხელისუფლებამ აიღო უნდა შესრულდეს - სერგი კაპანაძე კუბილიუსის გზავნილზე

ანდრიუს კუბილიუსის გზავნილს ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთების საფუძვლად მიიჩნევს. სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ვალდებულებები, რომელიც ხელისუფლებამ აიღო უნდა შესრულდესს, რადგან ევროპის მიერ საქართველოსთვის გამიზნულ დახმარებას საფრთხე არ შეექმნას.

"ასეთი ტიპის განცხადებები ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები არიან შეშფოთებულები, რომ ჩვენი ხელისუფლება არ ასრულებს თავის დაპირებებს და ამასთანავე არიან მოწადინებულები, რომ საქართველომ დახმარება მიიღოს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ეს დახმარება მივიღოთ ისე, რომ მას არანაირი საფრთხე არ შეექმნას და შესაბამისად, ის ვალდებულებები, რომელიც ხელისუფლებამ აიღო უნდა შესრულდეს,"- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, სერგი კაპანაძე. 

დღის ამბები