18 აპრილი 2024,   06:38
ვრცლად
ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ჩვენს წინააღმდეგ - მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის საქმეზე

"არ არსებობს იმის დამტკიცების საფუძველი, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს - ამის შესახებ საუბარია ექსპერტის დასკვნაში, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს.

ბრალდებას TBC ბანკის მიმართ, "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს ბიძინა ივანიშვილის მორიგი ოინია

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის, მის მიერ დასმული მოსამართლეებისა და საერთოდ, მართლმსაჯულების გაუკუღმართებული სისტემის, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ჩვენს წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ყველას, რომ ეს საქმე სასწრაფოდ შეწყდეს. ჩვენ ვიზრდებით და ვძლიერდებით, ეს იმის დასტურია, რომ მათ ეშინიათ. მათ ჩვენ ოქტომბერში არჩევნებზე ვაჩვენებთ შედეგს, როდესაც გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან,"- განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ. 

"ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ აქამდეც ხდებოდა მათ წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტრუმენტების გამოყენება და ეს მათთვის ახალი არ არის. 

"ყველა სახელმწიფო ინსტრუმენტის გამოყენება ხდებოდა 2 წლის განმავლობაში ჩვენს მიმართ, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც უნდა დავიწყოთ ამ მანკიერი სისტემის გასტუმრება და მივაღწიოთ ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას,"- აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ. 

დღის ამბები