20 აპრილი 2024,   07:10
ვრცლად
იაპონიის 39 პრეფექტურაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

იაპონიამ ქვეყნის 47 პრეფექტურიდან 39-ში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. შეზღუდვის შემსუბუქება არ შეეხო დედაქალაქ ტოკიოს. მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო.

"საგანგებო მდგომარეობის შესახებ მიღებული განკარგულება ამ თვის ბოლოს დასრულდება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება 39 პრეფექტურაში დღესვე გავაუქმოთ დაწესებული შეზღუდვები. კოვიდინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება ამის შესაძლებლობას იძლევა,"- განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ.

დღის ამბები