24 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
ბრაზილიაში პანდემიის გამო ვითარება მძიმდება - 24 საათში COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებელი - 14 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა

ბრაზილიაში პანდემიის გამო ვითარება მძიმდება. იქ ბოლო 24 საათში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი - 14 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის თითქმის 203 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი.

შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტი სან პაულოს გუბერნატორს კარანტინის მოხსნისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ გაბედულები უნდა ვიყოთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. დიახ, ხალხი კვდება და ძალიან ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ ვიმეორებ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება თუ ეკონომიკის ნგრევა გაგრძელდება და კარანტინი არ მოიხსნება,"- აცხადებს ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ.

დღის ამბები