16 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
სენაკში ორსართულიანი სახლი დაიწვა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

სენაკში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის გაჩენის დროს სახლში ოჯახის ერთი წევრი ომყოფებოდა, რომელმაც გარეთ გასვლა მოახერხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მერიის ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანაძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა სახლიდან ავეჯისა და სხვა ნივთების გამოტანა ვერ მოხერხდა.

სავარაუდოდ, ხანძარი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. დაზარალებულს სენაკის მერია სპეციალური პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.

დღის ამბები