25 აპრილი 2024,   00:08
ვრცლად
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 9 709 პაციენტს დაუდასტურდა, 94 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 9 709 პაციენტს დაუდასტურდა, 94 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში სულ გამოვლენილია COVID–19-ის 281 752 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 2 631-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა 80% 65 წლამდე ასაკის ადამიანია.

"მინდა უკმაყოფილება გამოვთქვა კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მუშაობაში, საქმე ეხება სამედიცინო დაწესებულებების დროულად მოწყობას. ერთ-ერთი გუბერნატორი მეუბნებოდა, რომ საავადმყოფოს მშენებლობისთვის 2 წელი სჭირდებოდა, როცა გასულ თვეში ეს შენობა უკვე აშენებული იყო, სამშენებლო სფეროში არსებობს კორუფცია, რაც დროულად აღმოსაფხვრელია, ამის შესახებ ბევრჯერ გესაუბრეთ უკვე, შეხედეთ როგორი ორგანიზებულია თავდაცვის უწყების საქმიანობა, დროა მსგავსად იმოქმედოთ ყველამ," - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

უკრაინაში კორონავირუსი 433 ადამიანს დაუდასტურდა, 17 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა შორის 25 ადამიანი სამედიცინო სექტორიდანაა, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 514 შეადგინა. გამოვლენილია ინფიცირების სულ 18 291 შემთხვევა.

150 000-მდე გაიზარდა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა თურქეთში, ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილია 4 100-ზე მეტი ადამიანი.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ლეტალობის მაჩვენებელი 36-მდე გაიზარდა, სომხეთში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 189 ადამიანს დაუდასტურდა, ხუთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამგვარად სომხეთში, ოფიციალური სტატისტიკით, სულ გამოვლენილია კორონავირუსის 4 472 შემთხვევა, COVID - 19-ით გარდაცვლილია 60 ადამიანი.

დღის ამბები