24 აპრილი 2024,   11:05
ვრცლად
ლგბტ ადამიანები განიცდიან სტიგმატიზაციას, დაბრკოლებებს, როდესაც სამედიცინო დახმარებას ითხოვენ - ანტონიო გუტიერეში

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს მსოფლიოში ლესბოსელები, ჰომოსექსუალები, ბისექსუალები, ტრანსსექსუალები და ინტერსექსუალები განსაკუთრებით მოწყვლადი არიან დისკრიმინაციისა და შევიწროების მიმართ.

"ლგბტი ადამიანებიდან, რომლებიც უკვე არიან მიკერძოებულობის, თავდასხმისა და მკვლელობის მსხვერპლი მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ არიან ან ვინ უყვართ, ბევრი მათგანი განიცდის გაძლიერებულ სტიგმატიზაციას ვირუსის შედეგად, ასევე ახალ დაბრკოლებებს, როცა სამედიცინო დახმარებას ითხოვენ", - განაცხადა გუტიერეშმა.

ეს განცხადება მან გააკეთა ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრასფობიის მსოფლიო დღეს, რომელიც 17 მაისს აღინიშნება.

დღის ამბები