20 აპრილი 2024,   04:55
ვრცლად
4 შეზღუდვა, რომელიც ხვალიდან მოიხსნება

ხვალიდან კიდევ 4 შეზღუდვა მოიხსნება.  18 მაისიდან მარნეულში საკარანტინო ზონა უქმდება. შესაბამისად, ამ რეგიონის მოსახლეობასაც შეეძლება, პრობლემების გარეშე ისარგებლონ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც ქვეყნის სხვა მოქალაქეები სარგებლობენ.

ორშაბათიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება.

18 მაისიდან მოიხსნება 3 ადამიანის შეკრებასთან დაკავშირებული შეზღუდვა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.

ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ. კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.

18 მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ეტაპობრივად აღდგება გარკვეული სერვისების მიწოდება.

პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით.

ასევე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.  

დღის ამბები