16 აპრილი 2024,   15:21
ვრცლად
არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ პირს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

საჩხერეში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თათია გოგოლაური უძღვებოდა. ადვოკატ ავთანდილ ბუცხრიკიძის ინფორმაციით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

დაცვის მხარემ 10,000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის არგუმენტების გამო შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაკავებული ბესიკ ივანაშვილი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება, გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

მომდევნო სხდომა 7 ივლისს გაიმართება.

დღის ამბები