20 აპრილი 2024,   00:46
ვრცლად
როდის გვქენება ვაქცინა ისევ უცნობია - ინფექციონისტები ნაადრევი დასკვნებისგან თავს იკავებენ

ბიოლოგიურ ომში გამარჯვებულს დრო გვიჩვენებს. როდის გვექნება ე.წ. ბირთვული იარაღი "კოვიდ 19" -ის წინააღმდეგ საბრძოლველად რამდენიმე თვიანი პანდემიის ფონზე, ისევ გაურკვეველია.

არსებული მონაცემებით, უკვე 100-ზე მეტი ვაქცინა გამოცდის პროცესშია, მათ შორის ოქსფორდშიც, სადაც მაკაკა რეზუსზე ჩატარებულმა წინასწარმა კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ კორონავირუსით ხელოვნური დასნებოვნების შემთხვვაში მათ პნევმონია არ უვითარდებათ. 23 აპრილის შემდეგ, მისი გამოცდა ჯანმრთელ მოსახლეობაზე დაიწყო.


როგორც ქვეყნის მთავრი ეპიდემიოლოგი ამბობს, დღევანდელი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე ვაქცინის შექმნა რთული არ არის, მაგრამ ხანგრძლივი დრო სჭირდება მის კვლევას უსაფრთხოებაზე, რომ ადამიანებში სერიოზული გართულებები არ გამოიწვიოს.

თენგიზ ცერცვაძე ნაადრევი დასკვნებისგან თავს იკავებს. თუმცა მისი განცხადებით, ვაქცინა რომ აუცილებელია, ეს  კორონავირუსის მახასიათებლებმა აჩვენა, მაგრამ მასიურად ადამიანებში მის გამოყენებას მწვანე შუქი ჯანმომ უნდა აუნთოს.

ოქსფორდის ჯგუფის მიერ შემუშავებული ვაქცინის წინასწარ შედებს იმედიანად უყურებენ ინფექციონისტები. ექიმები, რომელთაც ყოველდღიური ურთიერობა აქვთ ინფიცირებულ პაციენტებთან ამბობენ, რომ ვირუსი რთული აგებულებისაა და ვაქცინის შექმნას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.

როდის გამოჩნდება ვაქცინა, იქნება თუ არა ის ხელმისაწვდომი ყველასთვის, პირველ რიგში რა კატეგორიის ადამიანებს აცრიან "კოვიდ 19"-ის წინააღდეგ - ეს კითხვები ჯერ კვლავ უპასუხოდ რჩება. თუმცა, მსოფლიო თანხმდება, რომ ვაქცინა უნდა იყოს უსაფრთხო და ეფექტური. მთავარი მიზანი კი ერთია - ის ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

დღის ამბები