24 აპრილი 2024,   06:12
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის რისკი მაღალია - რა უნდა გავაკეთოთ მის შესაჩერებლად

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვარაუდით, შესაძლოა, ვირუსის მეორე ტალღა სექტემბერში დაიწყოს. თუმცა ეს მხოლოდ თამარ გაბუნიას წინასწარი მოსაზრებებია - თანაც იმ ფონზე, როდესაც ჯერ არც ვაქცინა არსებობს, არც მედიკამენტი და არც მოსახლეობაში იმუნიტეტი . მითუმეტეს, რომ შემოდგომაზე სხვა რესპირატორული ვირუსებიც აქტიურდება .

კორონავირუსს ახასიათებს 2-კვირიანი ციკლი . დღეს საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია იმ შემაკავებელი რეგულაციების შედეგია, რომელიც 2 კვირის წინ იქნა მიღებული. ამასთან, ეტაპობრივად ხდება დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, შესაბამისად, იზრდება იმის ალბათობა , რომ ადამიანებს უფრო მეტი კონტაქტი ექნებათ ერთმანეთთან , რაც გაზრდის ვირუსის გავრცელების რისკს. თუმცა, რამდენად მაღალი იქნება ეს რისკები და მოიმატებს თუ არა ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში, ამის შეფასება 2 კვირის შემდეგ იქნება შესაძლებელი

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მოსახლეობას ახსენებს, რომ კორონავირუსი არსად წასულა და ისევ ჩვენთან არის. ეს ნათელია დადასტურებული შემთხვევებით და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული პაციენტების რაოდენობით. მიუხედავად იმისა , რომ საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პროგნოზები საიმედოა , არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველას გაქვს ჩვენი წილი პასუხიმგებლობა და ამით უნდა დავიცვათ საზოგადოება დამაზიანებელი შედეგებისგან შემოდგომაზეც.

ექიმებს, რომელთაც ყოველდღიური შეხება აქვთ ინფიცირებულ პაციენტებთან, ამბობენ ,რომ ვიდრე არ შეიქმნება საპროფილაქტიკო საშუალება კორონავირუსის წინააღმდეგ, მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე დღემდე, რადგან ამას გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში .

სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის რისკი ძალიან მაღალია, ამიტომ, ერთადერთი გასაღები კორონავირუსის წინააღმდე მარტივი წესების დაცვა - სოციალური დისტანცირება, პირადი ჰიგიენა და თავყრილობებისთვის თავის არიდებაა. ამ შემთხვევაში ვირუსი ნაკლებად აქტიური იქნება.

დღის ამბები