20 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
სკანდალური აუდიომასალა - უკრაინელმა დეპუტატმა პროკურატურას გაუგზავნა ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, პოროშენკოსა და ბაიდენის დიალოგს ასახავს

უკრაინის პროკურატურამ დეპუტატ ანდრეი დერკაჩის მიმართვის საფუძველზე წინასასამართლო გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

საქმე ეხება უკრაინელი დეპუტატის მიერ პროკურატურაში გადაგზავნილ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საუბარი ისმის. ჩანაწერების მიხედვით სავარაუდოდ პოროშენკო და ბაიდენი განიხილავდნენ უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის გადაყენებას, რის სანაცვლოდაც ბაიდენი უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ჰპირდება.

უკრაინის მმართველი პარტია ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე ჯო ბაიდენის გავლენის შესასწავლად საპარლამენტო გამოძების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

დღის ამბები