19 აპრილი 2024,   07:53
ვრცლად
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც კოვიდინფექცია მეორედ დაუდასტურდა, სტაბილურად არის

საქართველოში კორონავირუსის განმეორებით დადასტურების შემთხვევა დაფიქსირდა - პაციენტი 31 წლის მამაკაცი საჩხერის რაიონის სოფელ სავანედანაა.

როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონიათ და მათივე თქმით დაინფიცირებული სოფელშიც კი არ ყოფილა მისული, ის იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ექიმ-ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი აცხადებს, რომ პაციენტის ტესტი სუსტად დადებითი აღმოჩნდა.

"საშუალოზე უფრო მსუბუქად მიმდინარე დაავადებით იყო. ორჯერადი ტესტის გამოკვლევის შემდეგ გაიწერა პაციენტი, სიმპტომებიც არ ჰქონია. ტესტი ამ პაციენტთან სუსტად დადებითი აღმოჩნდა. ოთხ დღეში ანალიზი კიდევ გადამოწმდება,"- განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილი.

თავად დაინფიცირებული პირი კი აღნიშნავს, რომ თავს კარგად გრძნობს და სიმპტომებიც არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცი, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, კორონავირუსზე საავადმყოფოში ორი კვირის წინაც მკურნალობდა. როგორც ცნობილი გახდა, მას მკურნალობის შემდეგ განმეორებითი ანალიზი სასუნთქი გზებიდან აუღეს და ვირუსი აღარ აღმოაჩნდა, რის შემდეგაც გაწერეს და ორკვირიან თვითიზოლაციაში გაუშვეს, თუმცა მამაკაცს ტემპერატურა ჰქონდა და განმეორებითი ანალიზის აღების დროს სუსტად კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა.

დღის ამბები