19 აპრილი 2024,   23:04
ვრცლად
პრეზიდენტს მღვდელმთავრების განცხადებები ვაქცინასთან დაკავშირებით არ მოსწონს - რას პასუხობენ სასულიერო პირები სალომე ზურაბიშვილს

მღვდელმსახურების ნაწილი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ მოსახლეობისთვის აცრის გაკეთების ვალდებულება შესაძლოა, ადამიანების გაკონტროლებისა და მათი დამორჩილებისთვის იყოს გამოყენებული. სასულიერო პირები უნდობლობას უკვე არსებულ ვაქცინებთან დაკავშირებითაც არაერთხელ გამოთქვამდნენ.

სასულიერო პირების ეს რადიკალური განცხადებები გახდა მიზეზი, რის გამოც ქვეყნის პირველმა პირმა ეკლესია რუსულ ე.წ "ფეიქ ნიუსებთან" და პროპაგანდასთან დააკავშირა. სალომე ზურაბიშვილის ხედვით, ქვეყნისთვის მძიმედ დამაზიანებელი გახდება მღვდელმთავრების განცხადებები, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინაცია ადამიანების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული.

პრეზიდენტის განცხადებაზე ოფიციალური კომენტარი საპატრიარქოში დღეს არ გაკეთებულა, თუმცა სასულიერო პირები "კურიერთან" საუბარში დღესაც იმავე აზრზე რჩებიან. მაღალი იერარქიის მღვდელმსახურების ნაწილი მრევლს აცრის გაკეთებისგან თავის შეკავებას იმ შემთხვევაშიც ურჩევს, თუ ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო იქნება.

საქართველოს პრეზიდენტის გარდა, უკვე რამდენჯერმე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და გაერომ რელიგიური ლიდერების მისამართით განცხადებები გააკეთეს. საერთაშორისო ორგანიზაციებიც სასულიერო პირებს მედიცინასთან და კოვიდ-19-თან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებისგან თავის შეკავებას სთხოვენ. 

დღის ამბები