20 აპრილი 2024,   12:12
ვრცლად
ფოთის ცხელების კლინიკის სამი პაციენტიდან ორი მცირეწლოვანია - კლინიკაში ისინი ლანჩხუთიდან შეიყვანეს

ფოთის ცხელების კლინიკაში 2 ბავშვია მოთავსებული, რომელთაგან ერთი - 6 თვის ჩვილია, მეორე კი 1,5 წლის გოგონაა. ისინი ლანჩხუთიდან შეიყვანეს.

ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კვლევისთვის უკვე გადაგზავნილია.

"ამჟამად ფოთის "ცხელების კლინიკაში" იმყოფება სამი პაციენტი, მათგან 2 არასრულწლოვანია: წლის და ხუთი თვის გოგონა ლანჩხუთიდან, 6 თვის ბიჭი ლანჩხუთიდან. ამ ორი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხს. მოგვიანებით შემოვიდა 66 წლის მამაკაცი ფოთიდან, რომლის კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს და მოგვიანებით გაიგზავნება სინჯი. სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი,"- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

დღის ამბები