23 აპრილი 2024,   15:29
ვრცლად
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მერეთში ბუჩქები გაჩეხეს

დღეს რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში გამოჩნდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამყოფ ხაზთან, უკანონო სამუშაოები ჩაატარეს.

"კურიერის" ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები, მათ ბუჩქები გაჩეხეს და მალევე დატოვეს ტერიტორია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინციდენტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებენ . სუს-მა მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამსახურს უკვე აცნობა, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

დღის ამბები