28 მაისი 2020,   20:29
ვრცლად
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს წარუდგინეს

რეგიონებში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას ეცნობიან. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს წარუდგინეს. 
ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან როგორც საკრედიტო, ასევე საგრანტო დახმარების მოცულობა.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის "ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე" პრეზენტაცია საქართველოს ყველა  რეგიონში გაიმართება.

დღის ამბები