20 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
ბოლნისის მუნიციპალიტეტში შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე დაფუძნებული ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება - ამირან გამყრელიძე

ბოლნისის მუნიციპალიტეტში შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე დაფუძნებული ფართომასშტაბიანი კვლევა იწყება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მსგავსი ტიპის კვლევები ეპიდემიოლოგიაში ოქროს სტანდარტია და აღნიშნა, რომ იგი პერიოდულობით განმეორდება. 

"დღეს იწყება სერიოზული კვლევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ეს გახლავთ ეპიდემიოლოგიაში ოქროს სტანდარტი, რომელიც გაძლევს საშუალებას ინფორმაცია გქონდეს ამა თუ იმ რეგიონში დაავადების გავრცელების შესახებ და მაღალი ალბათობით სარწმუნო, ვალიდური ინფორმაცია მოიპოვო. ეს შენარჩევი გაკეთებულია და დღეიდან 4 დღის განმავლობაში ჩვენი ჯგუფები იმუშავებენ, ერთის მხრივ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში და, მეორეს მხრივ, საკონტროლოდ, თელავის მუნიციპალიტეტში, სადაც იცით, რომ ჩვენ შემთხვევა არ გვაქვს. ეს მონაცემები შედარდება ერთმანეთს და დაახლოებით, 26-27 მაისისთვის გვეცოდინება შედეგები და ვნახავთ რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ ყველაზე უფრო დაზიანებულ მუნიციპალიტეტში. ამ ტიპის კვლევები გარკვეული პერიოდულობით გამეორდება,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები