25 აპრილი 2024,   21:18
ვრცლად
"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე იქნება - დიმიტრი ხუნდაძე

"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე იქნება. განცხადება ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

"ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები და მივიღეთ გადაწყევტილება რომ გარდამავალ დებულებაში იქნება ასახული და ეს ვადა იქნება 15 ივლისი," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. ამ ცვლილებას პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

დღის ამბები