19 აპრილი 2024,   22:21
ვრცლად
მიზეზი ხომ არ იცით, რატომ მოუნდათ უკრაინაში ამ აბსოლუტურად ცანცარა ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა? - თეა წულუკიანის კონტრშეკითხვა წამყვანს

ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა "ღამის კურიერის" ეთერში უპასუხა კითხვას, თუ რატომ ვერ ჩასვა ხელისუფლებამ ინტერპოლის სიაში მიხეილ სააკაშვილი.

"სააკაშვილი არის ძებნილი და უკრაინის მხარემ ერთხელ გვითხრა სად არის არ ვიცითო, ანუ ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, მეორედ კი თქვეს, რომ ეს ჩვენი მოქალაქეა და ვერ გადმოგცემთო, ბუნებრივია ამაზე ვერაფერი ვუთხარით," - აღნიშნა წულუკიანმა. 

თუმცა, კითხვაზე თუ რატომ ვერ მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანა, ვიდრე უკრაინის მოქალაქე გახდებოდა, თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ხდებოდა მისი დაკავება და მისივე თქმით, მან თავისი დროის უმეტესობა უკრაინაში გაატარა. 

"მიზეზი ხომ არ იცით, რატომ მოუნდათ უკრაინაში ამ აბსოლუტურად ცანცარა ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა? კაცია და გუნება," - ასეთი კონტრშეკითხვით უპასუხა თეა წულუკიანმა წამყვანის კითხვას თუ რატომ ვერ მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანა უკრაინის მოქალაქეობამდე

დღის ამბები