ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. პირველადი ინფორმაციით, დაზიანებულია შენობა, ჩამსხვრეულია შუშები და ასევე დაზიანებულია ბანკომატი.
შსს-ს განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის 187-ე მუხლით არის აღძრული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.