24 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი დღეიდან - საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა

საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეთა მიღებას 27 მაისიდან განაახლებენ. ასევე, მუშაობა აღდგება საპატრულო პოლიციის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის რეგიონულ განყოფილებებში.

1 ივნისიდან ერთიანი მომსახურების ცენტრში ასევე მუშაობას განაახლებს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც "ერთი ფანჯრის" პრინციპით მიაწვდის მოქალაქეებს ცნობებთან დაკავშირებულ სერვისებს: პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

დღის ამბები