20 აპრილი 2024,   00:43
ვრცლად
კორონავირუსის მსოფლიო რუკაზე ინფიცირების შემთხვევებით მეორე ადგილზე ბრაზილიამ გადაინაცვლა

ინფიცირების შემთხვევებით კორონავირუსის მსოფლიო რუკაზე მეორე ადგილზე გადაინაცვლა ბრაზილიამ. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 803 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულების საერთო რაოდენობა 330 890-მდე გაიზარდა.

დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 21 048-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამხრეთ ამერიკა ვირუსის ახალი ეპიცენტრია.

"ძალიან შეშფოთებული ვართ მიმდინარე თვეში მზარდი სტატისტიკით. ეს მონაცემი განსაკუთრებით ბრაზილიის სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში მოიმატებს. გავითვალისწინოთ, რომ გრიპი კი არა, კორონავირუსია, რომელსაც გაცილებით დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე გრიპს," - აცხადებს  ჯანმრთელობის ანალიზისა და ზედამხედველობის განყოფილების დირექტორი ედუარდო მაკარიო.

დღის ამბები