23 აპრილი 2024,   19:02
ვრცლად
"ანას ბაღს" არანაირი საფრთხე არ ემუქრება, პირიქით - კიდევ უფრო გაფართოვდება - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დაგეგმილ მშენებლობას "ანას ბაღთან" არანაირი შეხება არ აქვს. მისი თქმით, ის, ვინც ამას აპროტესტებს, "უსაქმური ადამიანების ჯგუფია" და რეალურად, ბაღი უფრო ფართოვდება.

"ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი. "ანას ბაღს" არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ზუსტად ჩვენი მერობის პირობებში ძალიან ბევრი სკვერი და პარკი გადავარჩინეთ მშენებლობისგან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს, "ანას ბაღთან" არანაირი შეხება არ აქვს, პირიქით, ბაღი კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო გაიზრდება მისი ფართი, სადაც ადამიანებს ექნებათ რეაბილიტირებულ, კომფორტულ გარემოში დასვენების საშუალება," - განაცხადა კალაძემ.

აქცია ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ამ მშენებლობების უკან კორუფციული ინტერესები დგას და მისივე თქმით,  სხვა ვერაფერით აიხსნება ის გაუაზრებელი და ქაოტური მშენებლობები, რომლებიც ადამიანებისთვის არ არის. 

"ამ მშენებლობების უკან კორუფციული ინტერესები დგას, სხვა ვერაფერით აიხსნება ის გაუაზრებელი და ქაოტური მშენებლობები, რომლებიც ადამიანებისთვის არ არის. რეალურად, კალაძისა და "ოცნების" მიერ გატარებული პოლიტიკა ეს არის არა სიცოცხლით სავსე ქალაქი, არამედ ქალაქი სიცოცხლისა და ადამიანების გარეშე,"- განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები