20 აპრილი 2024,   08:27
ვრცლად
შემახე ამნისტია - ამ მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა

შემახე ამნისტია - ამ მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქტივისტები ხელისუფლებისგან დიდი ამნისტიის გამოცემას მოითხოვენ. ორგანიზატორები საპროტესტო ტალღის ქვეყნის მასშტაბით ჩატარებას აანონსებენ და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისთვის, კანონპროექტის მომზადებას გეგმავენ.

"ქართულმა ოცნებამ" ამ დრომდე ერთი ამნისტიაც კი არ გამოსცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა და უამრავი ადამიანია სახდელ დადებული, მსჯავრდებული და იმყოფება პანიტენციურ დაწესებულებაში, აუცილებელია მათ გარკვეული შეღავათები მიეცეთ და ამნისტია შეეხოთ," - აცხადებს ადვოკატი, "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე.

დღის ამბები