20 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
"ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ორივე მხარემ უნდა მონახოს თავისი ბრალეულობა, რომ ჩატეხილი ხიდი გამთლიანდეს"- მეუფე შიო აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა, სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით იქადაგა.

მეუფე შიომ მრევლს პატრიარქის მილოცვა გადასცა, გაიხსენა აფხაზეთის ომი და აღნიშნა, რომ სიმონ კანანელის ხსენების დღეს მწუხარებაც ახლავს, რადგან ამ დღეს აფხაზები და ქართველები ერთად ვერ ზეიმობენ. 

"ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენება და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხვასა და მოლოცვას.

მის უწმინდესობასა და უნეტრესობას მრავალჯერ უთქვამს, რომ ჩვენს შორის იყო საოცარი ურთიერთობა და სიყვარული. სამწუხაროდ, გარეშე ძალებმა მოახერხეს ჩვენ შორის მტრობის ჩამოგდება, მაგრამ გარეშე ძალებთან ერთად, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ვალი ამ ყველაფერში. ქრისტიანულ სწვალებაში არის ის დებულება, რომ როდესაც მოყვასებს შორის არის კონფლიქტი, მით უმეტეს, ძმათა შორის, მით უმეტეს, ისეთი კონფლიქტი, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, რომელსაც ძმათა მკვლელი ომი ეწოდება, შეუძლებელია, ერთი მხარე იყოს მართალი და მეორე - მტყუანი. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ასეთ დროს ყოველთვის ორივე მხარეა დამნაშავე, ყოველთვის ორივემ უნდა მონახოს თავისი ბრალეულობა იმისთვის, რომ ეს ჩატეხილი ხიდი გამთლიანდეს და ისევ აღდგეს ურთიერთსიყვარული, რომლისთვისაც დღეს ჩვენ ვლოცულობთ," - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა. 

დღის ამბები