23 აპრილი 2024,   15:57
ვრცლად
ძლიერმა ქარმა საქართველოს რამდენიმე რეგიონში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა საქართველოს რამდენიმე რეგიონში პრობლემები შექმნა, სტიქიის შედეგებს ებრძვიან თბილისშიც. დედაქალაქში, სადგურის მოედანზე ქარმა ხე მოგლიჯა და მანქანები დააზიანა.

დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით, 15-17 გრადუსით დაიწევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია წყალმოვარდნებიც გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებაც დაიწყოს.

დღის ამბები