07 ივლისი 2020,   03:48
ვრცლად
ავიაკატასტროფა პაკისტანში რომელსაც 97 ადამიანი ემსხვერპლა - საქართველოს საგარეო უწყება მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც  მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.  

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მ.წ. 22 მაისს პაკისტანის ქალაქ კარაჩიში (Karachi) მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელმაც 97 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სამინისტრო უსამძიმრებს ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს, და უცხადებს მათ გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში,"- აღნიშნულია უწყებს განცხადებაში. 

დღის ამბები