25 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
უამინდობის გამო საქართველოს მასშტაბით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 260 შეტყობინება დაფიქსირდა - დაზიანდა 13 ავტომობილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, 260 შეტყობინება დაფიქსირდა, აქედან 240 - თბილისში. არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა მოქალაქეების დაშავება ან დაზიანება.

შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში, დაზიანდა 13 ავტომობილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ​ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე მოახდინეს რეაგირება და შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო ადგილობრივი მუნიციპალური და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური.

დღის ამბები