18 აპრილი 2024,   07:03
ვრცლად
საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 კი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 196 ინფიცირებული მკურნალობს.

"დღეს გვაქვს მხოლოდ 2 ახალი შემთხვევა. იყო 728, ახლა 730 დადასტურებული შეთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთლებულია 13 და 522 გახდა. დღესდღეობით კოვიდცენტრებში მკურნალობს 196 პაციენტი. 2 ახალი ინფიცირებული ცნობილი კლასტერებიდანაა. ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე საკარნატინო სივრციდანაა," -აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთი ახალი ინიციფირებული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ის ბოლნისის სოფელ მუშევანიდან.

"ჩვენთან კვლავ რჩება 35 პაციენტი, რადგან გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა და ერთი ახალი მივიღეთ, რომელიც არის მუშევანიდან. პაციენტი სოფელში დადასტურებულების კონტაქტია. მეორე ინფიცირებული რომელ ცენტრში მოთავსდა არ ვიცი, მაგრამ ის არის საკარანტინე სივრციდან," - აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

დღის ამბები