20 აპრილი 2024,   15:58
ვრცლად
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე განახლდება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე განახლდება - განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო. 5 მაისს, ზვავის ჩამოწოლოს გამო სამუშაოები შეჩერდა. ამ ეტაპზე, მეწყერისა და ზვავსაშიშროების გამო, გზის გაწმემდითი სამუშაოები დროებით შეჩერებულია.

კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა უკვე გაწმენდილია 45 კმ-მდე, მათ შორის 22-ე კმ-ზე დამეწყრილი მონაკვეთი. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ჯამში 72 კილომეტრია.

დღის ამბები