გორში მოპედის ქურდობის მცდელობის ბრალდებით პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.