23 აპრილი 2024,   21:38
ვრცლად
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა 406-ით გაიზარდა

406-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა უკრაინაში - ეს ბოლო 24 საათის მონაცემებია. საერთო რაოდენობა კი, 21,000-ს აღწევს, გარდაცვალების ახალმა შემთხვევებმა 12-ით მოიმატა და საერთო ჯამში 617 შეადგინა.

უკრაინა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით 32-ე ადგილზეა.

"ბოლო დღე-ღამეში დაინფიცირდა 406 ადამიანი, მათგან 36 ბავშვია, 69 კი სამედიცინო მუშაკი, 104 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, 12 ინფიცირებული გარდაიცვალა, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსი 179-მა პაციენტმა დაამარცხა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდინფიცირების 20,986 შემთხვევა გამოვლინდა," - განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა

 

დღის ამბები