18 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 359, ხოლო აზერბაიჯანში 127 ადამიანი დაინფიცირდა

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმვალობაში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6,661-ს მიაღწია.

დღე-ღამის განმავლობაში "კოვიდ-19"-ით 4 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში დაღუპულია 81.

აზერბაიჯანში​, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ახალ ვირუსს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 107 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, ეპიდემიის დაწყების შემდეგ მთლიანობაში კორონავირუსი 4,000-მდე ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისთვის, საავადმყოფოებში 1,427 ადამიანი მკურნალობს, აქედან 44-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები