25 აპრილი 2024,   03:31
ვრცლად
მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი COVID-19-ის წარმოშობას შეისწავლის

ჩინეთი უხანში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დაშვებას დათანხმდა. ოფიციალური პეკინი მზადაა საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესი დააკმაყოფილოს და დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს, თუმცა 1 პირობით, თუ მეცნიერთა ჯგუფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უხელმძღვანელებს.

"COVID-19 უხანის ლაბორატორიაში არ შექმნილა," - ამის შესახებ ჩინურ მედიასთან ჩინეთის ვირუსოლოგიური ინსტიტუტის დირექტორმა განაცხადა. მისი თქმით, ლაბორატორიაში სამი ტიპის ღამურის კორონავრუსის შტამი აქვთ, თუმცა COVID-19-ის შტამს არც ერთი მათგანი არ ემთხვევა. ვან იანი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსი ცხოველური წარმოშობისაა.

ჩინეთის კვლავ არ სჯერა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ოფიციალურ პეკინთან თანამშრომლობის გამო ავსტრალიის ხელისუფლება გააკრიტიკა. მაიკ ​პომპეო ავსტრალიას მოუწოდებს, ჩინეთის მხრიდან წამოსული ყველა ინიციატივა ფრთხილად შეაფასოს, რადგან ჩინეთის შემოთავაზებებმა შესაძლოა, საზიანო აქტივობების წინაპირობა შექმნას.

ჩინეთის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განაახლეს ჰონგ-კონგში. ქუჩაში შეკრებილი დემონსტრანტები პეკინის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რაც ეროვნული უსაფრთხოების კანონების ჰონგ-კონგზე გავრცელებას გულისხმობს. მოსახლეობის აზრით, აღნიშნული კანონის მიღება ოფიციალური პეკინის გავლენას გააძლიერებს. პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო.

საპროტესტო აქციებია გერმანიაშიც, უკვე 1 თვეა მოსახლეობა COVID-19-ის მიზეზით დაწესებული აკრძალვების სრულად მოხსნას მოითხოვს. გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ შეზღუდვები შესაძლებლობიდან გამომდინარე უკვე შეამსუბუქა, ნაადრევად მოხსნამ კი, შესაძლოა ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კვლავ უკონტროლოდ მზარდი გახადოს. ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ვირუსით 180,000 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილია 8,400. 

 

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

 

 

 

 

დღის ამბები