07 ივლისი 2020,   06:54
ვრცლად
"საია" საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გაასაჩივრებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საია" საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გაასაჩივრებს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ის შესწორებები, რომელიც კანონმდებლებმა, არაერთი ორგანიზაციის მოწოდების მიუხედავად მაინც მიიღეს, არაკონსტიტუცურია.

ახალგაზრდა იურისტების მტკიცებით, ამ ფორმით ცვლილებების ამოქმედება წინააღმდეგობაში მოდის გადადგილების, შრომისა და საკუთრების უფლებებთან და მთავრობის განუსაზღვრელ უფლებამოსილებაზე საუბრობენ.

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შემზღუდავი ღონისძიებების გატარება 15 ივლისამდე იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილებები ინიცირებული ვარიანტისგან განსხვავდება.

კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. 

ახალი კანონპროექტი მთავრობას აძლევს შესაძლებლობას, პარლამენტის გვერდის ავლით ქვეყანაში დააწესოს შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ოპოზიციის სრული სპექტრი ეწინააღმდეგება და ისინი არ გამორიცხავენ, რომ უკვე მიღებული კანონის გამო, ან საკონსტიტუციო სასამართლოს  მიმართონ, ან პრეზიდენტს ვეტოს დადების მოთხოვნით. 

აღნიშნული კანონპროექტი დროებითი ნორმაა და ის 15 ივლისამდე გაგრძელდება.

დღის ამბები