დღეს გიორგი რურუას სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. ბრალდებულის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, დაიკითხება იმ პოლიციელებს შორის ერთ-ერთი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა რურუას დაკავების პროცესში.
"გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა. კერძოდ, დაიკითხება ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გიორგი რურუასთვის იარაღის ჩადებაში და იმის და მიხედვით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება დაკითხვა, შესაძლებელია, მეორე მოწმის დაკითხვაც მოვახერხოთ. გიორგი რურუა ციხეში ზის არარსებული ნივთის გამო, ნივთის გამო, რომელიც მას თვალით არ უნახავს. შესაბამისად, ცხადია, რომ ის იდევნება პოლიტიკური მოტივაციით,"-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას წინა სასამართლო სხდომაზე ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიკითხნენ. პროცესი ხმაურიანი აღმოჩნდა. ბრალდებული და საქმის პროკურორი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.