25 აპრილი 2024,   06:08
ვრცლად
ბრაზილიაში შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ - ქვეყანაში კორონავირუს 22 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში პრეზიდენტის მხარდამჭერები საპროტესტო გამოსვლებით კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. აქციაზე პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო პირბადის გარეშე მივიდა და სოციალური დისტანცირების წესები დაარღვია. პრეზიდენტი საკარანტინო წესების წინააღმდეგია და ადგილობრივ მთავრობებს ეკონომიკის გახსნისკენ მოუწოდებს.

ბრაზილია კორონავირუსის შემთხვევების რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ბოლო პერიოდში, ვირუსი ყოველდღიურად 10 ათასზე მეტ ადამიანს უდასტურდება. ოფიციალური მონაცემებით, ბრაზილიაში "კოვიდ-19-ს" 22 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები