07 ივლისი 2020,   07:05
ვრცლად
რეგულაცია მთავრობას ანიჭებს განუსაზღვრელ უფლებამოსილებას - "საიას" სარჩელი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ცვლილება, რომელმაც პარლამენტი რეგულაციის მიღმა დატოვა და დაადასტურა, რომ მთავრობას განუსაზღვრელი უფლებამოსილება აქვს - საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს საია დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

"ახალგაზრდა იურისტები" ამტკიცებენ, რომ შესწორებები, რომელიც კანონმდებლებმა მიიღეს, არაკონსტიტუციურია.

"საიას" წარმომადგენლის განცხადებით, კონკრეტული შეზღუდვები საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე უნდა წესდებოდეს.

"გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ უფლების შეზღუდვა ხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევას. იმავდროულად, შრომის თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ კანონით, ანუ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე უნდა ხდებოდეს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რეგულაცია მთავრობას ანიჭებს განუსაზღვრელ უფლებამოსილებას. რეალურად პარლამენტი არის რეგულაციის მიღმა დატოვებული. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება," - აღნიშნა  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ.

 

ავტორი: ქეთი რაზმაძე

დღის ამბები