20 აპრილი 2024,   02:23
ვრცლად
ვიდრე მიღებული არ არის საკონსტიტუციო ცვლილება, ყველანაირი საფრთხის რისკი არსებობს - ეკა ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატები ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია არ ცდილობს დააჩქაროს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს.

მათივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის დასრულება უკვე იძლევა შესაძლებლობას დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა.

"იქამდე, ვიდრე მიღებული არ არის საკონსტიტუციო ცვლილება ყველანაირი საფრთხის რისკი არსებობს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ პროცესის დაჩქარება არის მმართველი პარტიის ხელში. ამ დრომდე წელავენ პროცესს, რაც უკვე პრობლემაა. რაც უფრო მალე დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი, მით უკეთესი იქნება,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები