24 აპრილი 2024,   22:18
ვრცლად
დღეიდან იუსტიციის სახლში წინასწარი ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე - სოსო გიორგაძე

იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი დღეს გაიხსნა. დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუ ვიზიტს წინასწარ დაჯავშნის.

ამ ფილიალებში 23 მარტიდან სამუშაო პროცესი მკაცრი კარანტინის გამო იყო შეჩერებული.

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის სოსო გიორგაძის განცხადებით, დღეიდან წინასწარი ჯავშნის გაკეთება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც იქნება შესაძლებელი.

"დღეს გაიხსნა ბოლნისის იუსტიციის სახლი და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი, ვიზიტი უნდა დაიჯავშნოს წინასწარ. სასიამოვნოა, რომ დღეიდან ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც,"- განაცხადა სოსო გიორგაძემ.

დღის ამბები